Loading...
Loading...
Loading...
სამუშაო საათები: ორშ - შაბ : 6.00 am - 10.00 pm

GEO   ENG

dentalmedicus@gmail.com

596 66 56 56

ინტერვიუ ექიმ-ორთოდონტ რუსუდან მრელაშვილთან

მთავარიბლოგიინტერვიუ ექიმ-ორთოდონტ რუსუდან მრელაშვილთან

ინტერვიუ ექიმ-ორთოდონტ რუსუდან მრელაშვილთან

23.02.2026

ყველაფერი, რაც ბრეკეტების შესახებ უნდა იცოდეთ

1. ხშირად პაციენტებს ჰგონიათ, რომ პირველივე ვიზიტზე ბრეკეტების ფიქსაცია შესაძლებელია. რეალურად, რა მოსამზადებელი ეტაპების გავლაა საჭირო?

პირველი და უმნიშვნელოვანესი ეტაპი სრული დიაგნოსტიკაა. ეს მოიცავს პირის ღრუს დათვალიერებას, ფოტოპროტოკოლს და რენტგენოლოგიურ კვლევებს, როგორიცაა: ტელერენტგენოგრამა, პანორამული რენტგენი, (ზოგჯერ კომპიუტერული ტომოგრაფია).
რაც მთავარია, ბრეკეტების დაყენებამდე პირის ღრუ უნდა იყოს სრულად მომზადებული, ყველა კარიესული კბილი დაბჟენილი. თუ დიაგნოსტიკის დროს დაფიქსირდა ღრძილების ანთება, პირველ რიგში, აუცილებელია, ეს პრობლემა მოგვარდეს. ასევე, მნიშვნელოვანია ჩატარდეს პროფესიონალური სამეტაპიანი წმენდა.

2. დღეს ბრეკეტების არჩევანი დიდია: მეტალის, კერამიკის, თვითლიგირებადი... რომელს ურჩევდით პაციენტს?

არჩევანი დამოკიდებულია ორ ფაქტორზე: კლინიკურ ჩვენებაზე და პაციენტის ესთეტიკურ მოთხოვნაზე. 

  • მეტალის ბრეკეტები ყველაზე გამძლე და ბიუჯეტურია.
  • კერამიკული თითქმის შეუმჩნეველია კბილზე, თუმცა მეტ მოფრთხილებას საჭიროებს.
  • ბოლო დროს ძალიან პოპულარულია თვითლიგირებადი სისტემები, რომლებიც ხშირად ამცირებს მკურნალობის დროს და ვიზიტების სიხშირეს.

3. ყველაზე მეტად პაციენტებს ტკივილის ეშინიათ. მტკივნეულია თუ არა ბრეკეტების დაყენება და შემდგომი პერიოდი?

თავად დაყენების პროცესი სრულიად უმტკივნეულოა. თუმცა, დაყენებიდან მომდევნო 3-5 დღე არის შეგუების პერიოდი. პაციენტმა შესაძლოა იგრძნოს ზეწოლა და მცირე დისკომფორტი ღეჭვისას. ეს აბსოლუტურად ნორმალურია, კბილები იწყებენ მოძრაობას. ამ დროს ვიყენებთ სპეციალურ ორთოდონტიულ ცვილს, რომ ბრეკეტმა ლორწოვანი გარსი არ გააღიზიანოს.

4. გვერდითი ეფექტები და რისკები
არსებობს მოსაზრება, რომ ბრეკეტები აფუჭებს კბილის მინანქარს. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?

ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მითია. მინანქარს აფუჭებს არა ბრეკეტი, არამედ ნადები, რომელიც მის გარშემო გროვდება ცუდი ჰიგიენის შემთხვევაში. რაც შეეხება გვერდით ეფექტებს, თუ მკურნალობა არასწორად დაიგეგმა, შესაძლოა მოხდეს ფესვების რეზორბცია (დამოკლება), სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი კვალიფიციური ექიმის შერჩევა.

5. კვება და ჰიგიენა
რაზე მოუწევთ უარის თქმა პაციენტებს მკურნალობის პროცესში?

რაციონიდან დროებით უნდა ამოვიღოთ ძალიან მყარი და წებოვანი საკვები, როგორიცაა თხილი, მზესუმზირა, ორცხობილები, კევი, ირისები, წებოვანი კანფეტები.
ვაშლი და სტაფილო უნდა მიირთვათ დაჭრილი სახით და არა მოკბეჩით.

ჰიგიენას რაც შეეხება, ბრეკეტების ტარების დროს , ის ორმაგ ძალისხმევას მოითხოვს. საჭიროა სპეციალური ორთოდონტიული ჯაგრისების, ირიგატორის, ინტერდენტალური (კბილთაშორისი) ჯაგრისების და ფლოსის გამოყენება .

 

 

დაგვიკავშირდით

დიღმის მასივი, ლუბლიანას #13

dentalmedicus@gmail.com

596 66 56 56

Მოგვყევი

© DentalMedicus. All Rights Reserved.

Developed by Webtec