Loading...
Loading...
Loading...
სამუშაო საათები: ორშ - შაბ : 6.00 am - 10.00 pm

GEO   ENG

dentalmedicus@gmail.com

596 66 56 56

რატომ არ უნდა დავიძინოთ კბილების გახეხვის გარეშე

მთავარიბლოგირატომ არ უნდა დავიძინოთ კბილების გახეხვის გარეშე

რატომ არ უნდა დავიძინოთ კბილების გახეხვის გარეშე

24.02.2026

რატომ არ უნდა დავიძინოთ კბილების გახეხვის გარეშე

დღის ბოლოს, როცა დაღლილები ვართ და გვგონია, რომ “ერთხელ თუ არ გავიხეხე კბილი, არაფერი მოხდება”.. სწორედ მაშინ იწყება ის პროცესები, რაც ნელ-ნელა აზიანებს ჩვენს კბილებსა და ღრძილებს.

რა ხდება ჩვენს პირში ძილის დროს

ჩვენი პირის ღრუ ცოცხალი ეკოსისტემაა, სადაც მილიონობით ბაქტერია ცხოვრობს. დღის განმავლობაში ისინი ბალანსში არიან, მაგრამ როცა ვიძინებთ გაუხეხავი კბილებით, შაქრით, საკვების ნარჩენებითა და ნადებით იდეალური პირობები იქმნება ბაქტერიების გასამრავლებლად. ბაქტერიები შლიან ამ ნარჩენებს და გამოყოფენ მჟავას, რომელიც ანგრევს მინანქარს და იწვევს კარიესს.

ღამით ნერწყვი ნაკლებია

ძილის დროს ნერწყვის გამომუშავება მცირდება. ნერწყვი კი ჩვენი ბუნებრივი დამცავი საშუალებაა, ის ასუფთავებს პირის ღრუს და ანეიტრალებს მჟავას, როცა ნერწყვი ნაკლებია, ბაქტერიების მიერ გამომუშავებული მჟავები უფრო ხანგრძლივად ზემოქმედებენ კბილებზე.

შედეგები

თუ ეს ჩვევა მუდმივი ხდება, დროთა განმავლობაში ვითარდება:

  • კარიესი და ემალის დაზიანება

  • ღრძილების ანთება (გინგივიტი)

  • უსიამოვნო სუნი პირიდან

  • პიგმენტური ლაქები კბილებზე

მარტივი ჩვევა, დიდი დაცვა

კბილების გახეხვა ძილის წინ მხოლოდ რამდენიმე წუთს გართმევს, მაგრამ იცავს შენს ღიმილს მთელი ცხოვრების განმავლობაში.

 

დაგვიკავშირდით

დიღმის მასივი, ლუბლიანას #13

dentalmedicus@gmail.com

596 66 56 56

Მოგვყევი

© DentalMedicus. All Rights Reserved.

Developed by Webtec